Advilad-ის შესახებ — შეადარე და აირჩიე საუკეთესო პირობა

Advilad არის პირველი ქართული ფინტექ პლატფორმა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, გირაოთი უზრუნველყოფილი სესხები და ნივთის გაყიდვის შემოთავაზებები ერთ სივრცეში შეადაროთ. მიიღეთ შეთავაზებები პარტნიორი ლომბარდებისგან, ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან ერთ სივრცეში.

დაგვეთანხმებით, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას ფარული ხარჯები ყველაზე დიდ დისკომფორტს ქმნის. სწორედ ამიტომ, Advilad-ის მიზანია, ნებისმიერი ტიპის კრედიტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადოს.

როგორ მუშაობს Advilad?

საუკეთესო ფინანსური პირობების მისაღებად აღარ გიწევთ სხვადასხვა ფილიალში სიარული და დროის დაკარგვა. მთელი ფლოუ სულ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოიცავს:

  1. მიუთითეთ ნივთის სტატუსი პროცესის დასაწყისში ირჩევთ, ნივთი ამჟამად ხელთ გაქვთ (არ არის დაგირავებული) თუ უკვე სხვაგან არის ლომბარდში.
  2. შეარჩიეთ თქვენი მიზანი გსურთ ნივთის დაგირავება და სწრაფი ფულის მიღება საკუთრების შენარჩუნებით, თუ მისი მომენტალურად გაყიდვა საუკეთესო საბაზრო ფასად?
  3. აირჩიეთ კატეგორია და აღწერეთ ნივთი განათავსეთ ნებისმიერი ნივთი ერთ განაცხადში — იქნება ეს ოქროს ლომბარდი, მობილური ტელეფონი, საათი, ელექტრონიკა თუ ავტომობილი. მიუთითეთ გამოშვების წელი, გარბენი და მდგომარეობა. თუ თქვენი კატეგორია სიაში არ არის, ჩვენი ონლაინ შეფასებაში მაინც დაგეხმარებათ.
  4. მოახდინეთ სესხების რეფინანსირება თუ თქვენი ნივთი სხვაგანაა დაგირავებული, შეგიძლიათ მარტივად შეავსოთ მიმდინარე ბილეთის დეტალები (ძირითადი დავალიანება, ყოველთვიური გადასახადი). პარტნიორები თავად გადაიბარებენ არსებულ ვალდებულებას და შემოგთავაზებენ გაუმჯობესებულ პირობებს — ბევრად დაბალ პროცენტს ან მეტ თანხას ხელზე.
  5. სრული კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება თქვენი ვინაობა, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა სრულიად დაცულია პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ისინი ხედავენ მხოლოდ ნივთის მახასიათებლებსა და ატვირთულ ფოტოებს. თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ მას შემდეგ ზიარდება, რაც თავად აირჩევთ სასურველ შემოთავაზებას.
  6. მიიღეთ QR კოდი და დაასრულეთ პროცესი მას შემდეგ, რაც შეადარებთ პირობებს და მონიშნავთ შეხვედრისთვის ხელსაყრელ ლოკაციას, სისტემა დაგიგენერირებთ უნიკალურ QR კოდს. განაცხადის მიმდინარეობასა და პასუხებს პირდაპირ WhatsApp-შიც შეგატყობინებთ. თქვენ უბრალოდ მიბრძანდებით შერჩეულ ფილიალში, წარადგენთ კოდს, ნივთი გაივლის სწრაფ ვიზუალურ შემოწმებას და მომენტალურად მიიღებთ კუთვნილ თანხას.

რატომ უნდა აირჩიოთ Advilad?

  • ყველაფერი ერთ სივრცეში გჭირდებათ სწრაფი ონლაინ სესხები, მომგებიანი ავტო ლომბარდი თუ საიმედო ავტო სესხი — შემოთავაზებები ერთ ადგილას გროვდება.
  • სრულიად უფასო პლატფორმით სარგებლობა, შემოთავაზებების მიღება და პირობების შედარება მომხმარებლებისთვის 100%-ით უფასოა. არანაირი ფარული საკომისიო!
  • დროის ეკონომია ერთი ანონიმური განაცხადით თქვენ მთელ საფინანსო ბაზარს წვდებით.

Advilad გეხმარებათ, მართოთ თქვენი ფინანსები ჭკვიანურად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.

გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით